სახალხო დამცველი ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმერეთში, სოფელ ძევრში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და გაესაუბრა პერსონალს. ასევე, მოინახულა ბენეფიციარები.

„ძევრის შშმ პირთა პანსიონატში ამ ეტაპზე 63 ბენეფიციარი იმყოფება. დაწესებულების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს, რომლის განხორციელებაც, ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწყებულია და გაგრძელდება მიმდინარე წელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026