საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაფართოებული სხდომა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა.

სტუ-ს ცნობით, შეკრებილებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების ინიციატივას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო გაერთიანების შესახებ, შეხვდა სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, არსებული ვითარებისა და ამ მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეულად განხილვის მიზნით, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება გაფართოებული სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც აკადემიურმა წრეებმა ერთიან სამოქმედო გეგმასა და ოფიციალურ პოზიციაზე იმსჯელეს.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებმა, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედრები ჩატარდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულში და მოხდეს შექმნილი ვითარების განხილვა საუნივერსიტეტო სივრცეში. გამართული დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბებული პოზიციები და რეკომენდაციები შემდგომ ეტაპზე აკადემიურ საბჭოსა და სენატს წარედგინება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს