Axios - საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, თუ დონალდ ტრამპი ირანის დაბომბვისგან თავს შეიკავებს, ეს რეჟიმს გააძლიერებს

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა პარასკევს ვაშინგტონში გამართულ კერძო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარას არ შეასრულებს, რეჟიმი გაძლიერდება, - ამის შესახებ Axios-ს ოთხმა წყარომ განუცხადა.

გამოცემა წერს, რომ ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამი კვირის წინ დააფიქსირა, რომ ირანზე თავდასხმა ესკალაციას გამოიწვევდა. ეს გაფრთხილება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპმა გადაწყვიტა დარტყმის გადადება.

Axios-ი იუწყება, რომ ამ ეტაპზე აშშ-სა და ირანს შორის სერიოზული პირდაპირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეირანი, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული აშშ-ის მაქსიმალისტურ პირობებზე დაფუძნებული შეთანხმებით.

„ირანს ყოველთვის სურს შეთანხმების დადება. მაგრამ პრობლემა ისაა, თუ როგორი შეთანხმების დადება სურთ. როგორი შეთანხმების დადება სურს ირანს და როგორი შეთანხმების მიღებას აპირებს აშშ? ეს ძალიან კარგი კითხვაა და ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს შედგეს“, - განაცხადა გამოცემასთან საუბარში წყარომ, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნის ოფიციალური პირია.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია