ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით პროგრესი აღინიშნება

აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით პროგრესი აღინიშნება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანმა განაცხადა.

„მედიის მიერ ომის შესახებ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის სტრუქტურული მზადება პროგრესირებს“, - განაცხადა ლარიჯანმა.

ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ალი ლარიჯანი თეირანში კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდა.

კატარის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეებმა „რეგიონში არსებული დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი