ირანმა ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა

ირანმა ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის მიერ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე პასუხს წარმოადგენს.

„რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საწინააღმდეგო ზომების შესახებ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ევროპული ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევა. რევოლუციური გვარდიის მიზანში ამოღებით ევროპელებმა ზიანი საკუთარ თავს მიაყენეს და ამერიკელების ბრმა მორჩილებით გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიიღეს“, - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვეს და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატეს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი