ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაღუპულები

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, რვა ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტობუსი გზისპირა ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა.

ანტალიის გუბერნატორმა, ჰულუში შაჰინმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

შაჰინმა არ დააკონკრეტა, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე მოსახვევთან მიახლოებისას ძლიერი ნისლისა და სველი გზის საფარის გამო ვერ დაიმორჩილა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი