სერგეი შოიგუ ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ჩინეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, სერგეი შოიგუ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იის შეხვედრაზე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.

„რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იისთან მოლაპარაკებებს გამართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლოს სერგეი შოიგუ ვანგ იის დეკემბერში, მოსკოვში შეხვდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი