ნინო წილოსანი - სტუდენტები, ალბათ, უნივერსიტეტების გაერთიანებით ყველაზე მოგებული და გახარებული აღმოჩნდებიან, რადგან დიპლომებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მიიღებენ

გაერთიანების შედეგად არც ერთი უნივერსიტეტი არ დაკარგავს საკუთარ თავს - ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული თავად სტუდენტები იქნებიან, რადგან ისინი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ.

„მე ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები. ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საამაყო, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ასევე, ლექტორებისთვისაც და იქ აკადემიური წრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი, ალბათ, ყველასთვის საამაყოა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი უნივერსიტეტი, ამ გაერთიანების შედეგად, არ დაკარგავს საკუთარ თავს. ტექნიკური მიმართულება იქნება თსუ-ს ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი და რა თქმა უნდა, ყველა ის კარგი ტრადიცია, რომელიც ამ უნივერსიტეტს ჰქონდა ასწლეულის მანძილზე, იქნება სრულად გადმოღებული,“ - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს