კაია კალასი - რაფაჰის გახსნა სამშვიდობო გეგმის დადებით ნაბიჯს წარმოადგენს - ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები ხელს უწყობს ზავის გეგმის წინსვლას

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნა სამშვიდობო გეგმის კონკრეტულ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის სამოქალაქო მისია ადგილზე იმყოფება გადასასვლელზე მიმდინარე ოპერაციების მონიტორინგისა და პალესტინელი მესაზღვრეების მხარდასაჭერად.

კალასი ხაზს უსვამს, რომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამედიცინო დახმარება საჭიროებენ, სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

„ეს ოჯახებს საშუალებას მისცემს, გაერთიანდნენ ძალიან დიდი ხნის განშორების შემდეგ. ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები ხელს უწყობს ზავის გეგმის წინსვლას და უნდა გაგრძელდეს. ამავდროულად, ღაზას კვლავ სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. მისი რეკონსტრუქცია დამოკიდებული იქნება „ჰამასის“ დემილიტარიზაციაზე“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი ფეხით მოსიარულეებისთვის ხელახლა გახსნა. რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნა შეზღუდული იქნება, ისრაელი პალესტინელების შესვლისა და გასვლის უსაფრთხოების შემოწმებას მოითხოვს. ამასთან, ისრაელი და ეგვიპტე, სავარაუდოდ, მოგზაურთა რაოდენობაზე შეზღუდვებს დააწესებენ. რაფაჰის ხელახლა გახსნა ტრამპის მიერ წარდგენილი ომის დასრულების გეგმის პირველი ფაზის მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები