დიმიტრი პესკოვი - ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას

ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მოსკოვი აგრძელებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს თემა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. რუსეთი დიდი ხანია სთავაზობს ამ მომსახურებას, როგორც შესაძლო გადაწყვეტას, რომელიც შეამსუბუქებდა გარკვეულ გამაღიზიანებელ ფაქტორებს რიგი ქვეყნებისთვის. რუსეთი ამჟამად აგრძელებს ძალისხმევას, ინარჩუნებს კონტაქტებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ინარჩუნებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ირანის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციას“, - განაცხადა პესკოვმა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილება თუ არა აშშ-სა და ირანთან ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში ტრანსპორტირების საკითხი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი