Cryptal-სა და Keepz-ის პარტნიორობით, პლატფორმაზე ბალანსის შევსება ახლა უკვე ახალი მეთოდით - ღია ბანკინგით არის შესაძლებელი. ეს გაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა კრიპტო ოპერაციებისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა ბევრად უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლო.
ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევს, ბალანსის შევსება მყისიერად, ყოველ ჯერზე საბანკო რეკვიზიტების ხელით შეყვანისა და სტანდარტული საბანკო გადარიცხვის განმეორებითი ნაბიჯების გარეშე შეასრულო. ასე საგრძნობლად უმჯობესდება ტრადიციული ვალუტიდან კრიპტომდე გზა, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მომხმარებლისთვის.
რას სთავაზობს ღია ბანკინგი მომხმარებლებს?
ღია ბანკინგი შექმნილია იმისთვის, ერთ სივრცეში გააერთიანოს ბევრი ბანკი და მათ სერვისებზე წვდომა. შედეგად, კრიპტალზე, Keepz-ის დახმარებით, ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთისა და კრედო ბანკის სერვისები. საბოლოოდ კი, გაამარტივა, დააჩქარა და თანამედროვე გახადა, მომხმარებლებისათვის Cryptal-ზე ბალანსის შევსების პროცესი, რის შედეგადაც მიღწეულ იქნა:
ინტეგრაციის წყალობით, ანგარიშზე თანხის შეტანა შეგიძლია პირდაპირ შენი ინტერნეტ ბანკიდან, რამდენიმე კლიკში. აღარ არის საჭირო ანგარიშის ნომრის დაკოპირება, მონაცემების ხელით ჩაწერა ან სხვა დამატებითი ნაბიჯები.
მთავარი უპირატესობები
ბალანსის მომენტალური შევსება
ღია ბანკინგის მთავარი უპირატესობა არის სიჩქარე. ბალანსის შევსება მუშავდება მყისიერად, შესაბამისად კრიპტო ბაზარზე სხვადასხვა სასურველი ოპერაციების განხორციელება დაყოვნების გარეშე, მომენტალურად არის შესაძლებელი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ბაზრის პირობები სწრაფად იცვლება და დრო კრიტიკულად მნიშნველოვანია. ჩვეულებრივ, არასამუშაო დროს ტრანზაქციები იგვიანებს, დადასტურება კი ხშირად მომდევნო სამუშაო დღემდე ინაცვლებს. ღია ბანკინგის წყალობით კი, ტრანზაქციებისა და გადარიცხვების შესრულება ნებისმიერ დროს, 24/7-ზე არის შესაძლებელი.
გაზრდილი კომფორტი და გაუმჯობესებული გამოცდილება
ღია ბანკინგი ამარტივებს კლასიკურ საბანკო გადარიცხვებს და აქრობს ზედმეტ ნაბიჯებს. ყოველი გადახდისას საბანკო ანგარიშის ნომრის ხელახლა შეყვანის ნაცვლად, შეგიძლია შეინახო გადახდის ინფორმაცია და შემდეგ უკვე ბევრად უფრო მარტივად შეძლო ბალანსის შევსება.
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ შენ ხშირად ავსებ ბალანსს და Cryptal-ს ყოველდღიურად იყენებ.
რომელი ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ ღია ბანკინგით?
Cryptal-ზე ღია ბანკინგის ინტეგრაცია საშუალებას გაძლევს, ბალანსის შევსება განახორციელო საქართველოში მოქმედი ბანკებიდან. ამ ეტაპზე მხარდაჭერილია:
ეს ქმნის ფართო არჩევანს მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით და უფრო მჭიდროდ აკავშირებს საბანკო სერვისებს კრიპტო ეკოსისტემასთან.
დამატებითი ღირებულება ლიბერთი ბანკის, კრედო ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმრებლებს
ახალი ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა ლიბერთი ბანკისა და კრედო ბანკის მომხმარებლებისათვის.
Cryptal-ზე მსხვილი ბანკებიდან ანგარიშზე თანხის შეტანა ტრადიციული საბანკო გადარიცხვით დიდი ხანია ხელმისაწვდომია, თუმცა ლიბერთი ბანკისა და კრედო ბანკის მომხმარებლებს ნაკლები პირდაპირი ალტერნატივა ჰქონდათ ბალანსის შესავსებად.
ღია ბანკინგი ახლა მათ აძლევს საშუალებას, პლატფორმაზე თანხის შეტანა სწრაფად და შეუფერხებლად, ზედმეტი ნაბიჯებისა და ეტაპების გარეშე შეძლონ.
ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოცდილებას თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვისაც, განსაკუთრებით არასამუშაო საათებში.
ტრადიციული საბანკო გადარიცხვების დადასტურება ხშირად იგვიანებს თუ ტრანზაქცია არასამუშაო დროს ხორციელდება. ღია ბანკინგის გამოყენებით კი, თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ბალანსის შევსება მყისიერად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გამჭვირვალე საკომისიოები
Cryptal-ზე ღია ბანკინგით ბალანსის შევსების საკომისიო 0.5%, მაქსიმუმ კი - 1 ლარს, 1 ა.შ.შ. დოლარსა და 1 ევროს შეადგენს (რომელი ვალუტითაც ავსებ ბალანსს). აღნიშნული მოდელი სამართლიანია ორივე ტიპის ტრანზაქციაზე, იქნება ის დაბალი მოცულობის თუ მაღალი. მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, ანგარიშზე 200 ლარი შეგაქვს თუ 200,000 - საკომისიო მაინც 1 ლარს შეადგენს.
ეს გაძლევს კომფორტულ ალტერნატივას მაშინ, როდესაც შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიჩქარე და გამოყენების სიმარტივე, ხოლო საბანკო გადარიცხვების ლოდინი შენს გეგმებში არ შედის.
Cryptal-ის CEO-ს ხვიჩა კოპინაძის კომენტარი:
პლატფორმაზე ღია ბანკინგისა და ბალანსის შევსების კიდევ ერთი, დამატებითი გზის გამოჩენას კომპანიის CEO ხვიჩა კოპინაძე ეხმაურება:
„Cryptal-ში ჩვენი მისია ყოველთვის იყო ის, რომ კრიპტო-მომსახურებაზე წვდომა საქართველოში მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გაგვეხადა. Keepz-ის საშუალებით ღია ბანკინგის დანერგვით, ჩვენ ვხსნით ბარიერებს ტრადიციულ ბანკინგსა და ციფრულ აქტივებს შორის. ახლა მომხმარებელს შეუძლია ანგარიშზე თანხის შეტანა მყისიერად, მეტი მოქნილობით - განსაკუთრებით მათ, ვისაც ადრე შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა კონკრეტული ბანკებიდან ან შეზღუდული სამუშაო საათებიდან გამომდინარე.”
შეჯამება
ღია ბანკინგი Cryptal-ის პლატფორმაზე უკვე აქტიურად ფუნქციონირებს და გთავაზობს უფრო სწრაფ, კომფორტულ და თანამედროვე გზას, რომ ბალანსის შევსება მარტივად, ახალი მეთოდების გამოყენებით შეძლო.
Cryptal-ზე მარტივად აერთიანებ ქართულ საბანკო სივრცეს, ღია ბანკინგსა და კრიპტოს ერთ ეკოსისტემაში - შედეგად, ციფრული აქტივები იმაზე მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე.
(R)