ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი მარიამ ალ ჰამადი დახვდა.

ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.

პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა - ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაის დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო