მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით, საკუთარ თავზე - თუ დასცალდა, გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც, სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის მოსაზრებით, „თუ დასცალდა, გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც“.

„ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას.

სახელმწიფოს განადგურებასთან ერთად, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, ანადგურებს, ასევე, სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს. ეს სასახლეც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, 9 წლიანი ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო. თუ სახელმწიფო აღარ იარსებებს, პრეზიდენტის სასახლე რაღა შუაშია.

დიქტატორს და მის პატრონებს უნდათ ქართველებს დაავიწყონ, რომ სულ ახლახან ისინი იყვნენ წარმატებულები. დარწმუნებული ვარ, თუ დასცალდა, გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც. სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში”, - წერს სააკაშვილი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი