ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ურყევია - მალე სანქციების მე-20 პაკეტს წარვადგენთ, საქმე რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ეხება

მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის მეოთხე წლისთავს ვუახლოვდებით, რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენას აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახლებზე დარტყმებით. უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ურყევია. ჩვენ განათებისა და გათბობისთვის ასობით გენერატორს ვგზავნით“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკომისია უკრაინასა და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად „კეთილდღეობის გეგმის“ ერთიანი ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით ნაბიჯებს დგამს.

„მალე სანქციების მე-20 პაკეტს წარვადგენთ. საქმე რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ეხება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მშვიდობის მიღწევის ნამდვილი განზრახვით მივიდეს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო