ირაკლი ყანდაშვილი - ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ყანდაშვილის განაცხადებით, ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას.

ირაკლი ყანდაშვილმა შესაბამისი განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავარი პროკურორის საბჭოში ჩართულობის საკითხზე. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკი, რის გამოც საკითხი დამატებით დაზუსტდება მეორე მოსმენისას.

„ადვოკატთა ასოციაცია, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ ამ პროცესში ვიყოთ ჩართული. ჩვენი მიმართვა იქნა მიღებული და ჩავერთეთ მოსმენაში. მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებს გავუზიარე გამოწვევები, რაც ასოციაციაში გვაქვს - უმნიშვნელოვანესი ყოველთვის იყო და დარჩება ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა. ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას და ამას რამე ცვლილება არ განაპირობებს, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთავარი პროკურორის ჩართულობა საბჭოში, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით არის ინტერესთა კონფლიქტის რისკი. პირველ მოსმენაზე აზრი გავცვალეთ და მეორე მოსმენისას საკითხი დაზუსტდება. ჩვენ კომიტეტს შევთავაზეთ იურიდიული დახმარების სამსახური ჩაერთოს მათი წარმომადგენლის კვოტით.

ასევე, კომიტეტს გავუზიარეთ ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორია შემოთავაზებული ცვლილებით დირექტორს მხოლოდ იურიდიული განათლების წინაპირობა და ხომ არ არის სწორი ადვოკატი იყოს, რომელსაც აქვს ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ სამსახურთან დაკავშირებით. ჩვენი საზრუნავი იქნება ადვოკატის საქმიანობა იყოს ხელშეუხებელი და დამოუკიდებლობის პრინციპი იყოს დატოვებული ყოველგვარი რისკის გარეშე“,- განაცხადა ყანდაშვილმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო