განათლების სამინისტრო მინისტრის მოადგილისა და  სტუ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თემაზე იმსჯელა.

„სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.

მსგავსი შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი