ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის,  გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ უკრაინის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღევანდელ შეხვედრას მომლაპარაკებელთა გუნდის თითქმის ყველა წევრი დაესწრო, კერძოდ, რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, ანდრეი გნატოვი და ალექსანდრ ბევზი. ასევე, მოლაპარაკებებში მონაწილეობას დავით არახამიაც მიიღებს. მოლაპარაკებების ჩარჩოები დავამტკიცე და კონკრეტული ამოცანები დავსახე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაცია 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

„უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის. გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. აშშ-სთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს დასრულებულად მივიჩნევთ და ჩვენ აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტებზე შემდგომ მუშაობას ველით. ასევე, ველით, რომ დიალოგისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით ამერიკული მხარე კვლავ გადამწყვეტ როლს შეასრულებს. დეესკალაციის ზომები, რომლებიც ხუთშაბათს ღამით ამოქმედდა მოლაპარაკებების პროცესისა და მისი შესაძლო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ხელს უწყობს. ომი უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზელენსკი.

გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო