ტატა ხვედელიანი - „ქართულ ოცნებას“ ჰიბრიდულ ომში შეჰყავს ჩვენი მოქალაქეები და პროცესს დემოკრატიად ასაღებს, ამას ვუთხარით უარი და არა დებატებს

ჩვენ ვთქვით უარი პროპაგანდისტულ ფარსზე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, პროცესი გაასაღოს სამართლიან დებატებად, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ტატა ხვედელიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ტატა ხვედელიანის თქმით, რეალურად „ქართულ ოცნებას“ შინაარსობრივი დებატის ეშინია და მხოლოდ და მხოლოდ თავის მოედანზე, თავისივე სატელიტი პარტიების წარმომადგენლების გარემოცვაში ცდილობს ოპონირებას.

„დებატები არის კარგი, ჩვენ მივესალმებით დებატებს. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დებატები უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია. დებატები უნდა ემსახურებოდეს არა პროპაგანდისტული ხაზის გაძლიერებას, არამედ მოქალაქეთა ინფორმირებას, მოქალაქეებისთვის მწვავე საკითხებზე საუბარს, ოპონირებას და არა პროპაგანდისტულ ფარსს.

ჩვენ ვთქვით უარი პროპაგანდისტულ ფარსზე და ყველა დაინახავს. ჩვენთვის მიუღებელი იყო, რასაც ცდილობს „ოცნება“ . „ქართული ოცნება“ ცდილობს, პროცესი გაასაღოს სამართლიანი დებატების პროცესად, რაც არ არის ასე. რეალურად მათ შინაარსობრივი დებატის, შინაარსობრივი ოპონირების ეშინიათ, მარტო დაჯდომის ეშინიათ და მხოლოდ და მხოლოდ თავის მოედანზე, თავისივე სატელიტი პარტიების წარმომადგენლების გარემოცვაში ცდილობენ”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანის მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ დაანონსებული დებატებით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

„ის, რაც დღეს ტარდება, არ არის ჭეშმარიტების დადგენის პროცესი. ეს არ არის მოქალაქეების ინფორმირების პროცესი, ეს არის მოქალაქეებზე პროპაგანდისტულად კიდევ უფრო მეტი ძალადობა, კიდევ უფრო მეტ ჰიბრიდულ ომში შეჰყავთ ჩვენი მოქალაქეები და ამ პროცესს ასაღებენ, როგორც დემოკრატიას და დებატებს და ამასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ამას ვუთხარით უარი და არა დებატებს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო