დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატი გააძევა

დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატი გააძევა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯია გასულ თვეში, რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ბრიტანელი დიპლომატის მოსკოვიდან გაძევებაზე.

„რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლო იყო, ხოლო გაძევება გაუმართლებელი. რუსეთის ელჩის დაბარებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა ნათლად განაცხადა, რომ ბრიტანეთი მისი საელჩოს თანამშრომლების დაშინებას არ შეეგუება, ამიტომ საპასუხო ზომას ვიღებთ და რუსი დიპლომატის აკრედიტაციას ვაუქმებთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი გარეტ სამუელ დევისი გამოავლინეს, რომელიც მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების მეორე მდივნის სტატუსით ფარულად მუშაობდა“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო