ირაკლი კობახიძე - მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ინვესტიციებს, ინვესტიციები კი, ეკონომიკურ ზრდას - რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის ის, როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან

მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით - ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე.

„საქართველოს გამოცდილება მარტივ პრინციპს ცხადყოფს - მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით - ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე,

მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში, საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას. პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში.

„2021-დან 2025 წლამდე ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ 9.3 პროცენტით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაჭრობა შენელდა და გაურკვევლობა გაძლიერდა. იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა, საქართველომ ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს ქმნის და ვაჭრობაზე ორიენტირებულ განვითარებას უჭერს მხარს. საქართველომ 7 მილიარდი დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი განახლებისთვის და კაპიტალურ ხარჯებზე ყოველწლიურად ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს. დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავლით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის“ , - განაცხადა პრემიერმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო