განათლების მინისტრის მოადგილე - ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ სასკოლო ფორმა ხელმისაწვდომი იყოს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც, ლოკაციურ ნაწილში - სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს

ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ სასკოლო ფორმა, ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც, ლოკაციურ ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სასკოლო ფორმა 1-6 კლასის შემდეგ, ეტაპობრივად, სავალდებულო მაღალკლასელებისთვისაც გახდება.

"1-6 კლასი რატომ?! იმიტომ, რომ ნელ-ნელა გადავალთ. მერე იქნება მე-7, მე-8 და ა.შ. შეგუების ამბავია და ამიტომ. სასკოლო ფორმების ვიზუალთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, თუნდაც კერძო სკოლებში და მსოფლიოში აპრობირებულ გამოცდილებებს ვიყენებთ და გამოვიყენებთ. სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც 60 000-ზე ქვემოთ აქვს ქულა, სასკოლო ფორმას სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ ასევე, ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ ფორმა. ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო ფორმა ფინანსურადაც და ფიზიკურადაც ლოკაციურ ნაწილში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო