დიმიტრი ხუნდაძე - გუნდში არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა რჩება - სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ზოგი შეურაცხყოფილი დარჩა

გუნდის შიგნით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება - სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა, ზოგი შეურაცხყოფილი დარჩა, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ხალხის ძალის“ სახელით გააკეთა.

ხუნდაძის თქმით, ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველწუთიერად ელოდება.

„უფრო მეტიც, ასეთი ხალხი პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებენ. ეს უნდა დასრულდეს. ასეთ კადრებს სიკეთე არასდროს არ მოაქვს. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულში და ამ მხრივ შეცდომებს ვუყურებთ დღესაც. უნდა გაიზარდოს რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე პარლამენტს მიმართა, რომ ახალარჩეულ მერებსა და საკრებულოებს მეტი დამოუკიდებლობა მიეცეთ. ხუნდაძის თქმით, მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან არ უნდა მიიღებოდეს.

„მათ ენდო ხალხი და უნდა ვენდობოდეთ ჩვენც. თუ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებენ, გადარჩევის შესაძლებლობაც არსებობს.

კორუფციასთან ბრძოლა არ უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ჭარბი შიშის გამო გადაწყვეტილებების მიმღებებმა გადაწყვეტილების მიღებაზე უარი თქვან“, - განაცხადა ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა