განათლების მინისტრის მოადგილე - მიმდინარე წელს, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, მიმდინარე წელს, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, აბიტურიენტებს, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.

„არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტს, შეუძლია ის შემოხაზოს, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით“. გასაგებია, რომ იმ უნივერსიტეტს და პროგრამას, რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს.

ასევე, ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, გარდა ამ პროგრამების შემოხაზვისა, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, სამი სავალდებულო წესით, დამატებით პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს და ამით თავი დაიზღვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გარეთ. მათ შეეძლებათ პროფესიული პროგრამა შემოხაზონ. სამომავლოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ წელს ეს გადაწყვეტილება შემიძლია გითხრათ, რომ მიღებულია. არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო