ზაზა ვაშაყმაძე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს, ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრა საქართველოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ მოკლე მიმოხილვით დაიწყო.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები, რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები.

„ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხების გადანაწილების პრაქტიკასა და ზოგადად, სხვადასხვა საჭიროებებისთვის სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების მიმართ გაწეულ დახმარებაზე, აგრეთვე, შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას.

სააგენტოს თავმჯდომარემ ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურად ხდება ქართული ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კვალის წაშლა.

ვლადიმერ შკოლნიკოვმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და გამოთქვა სააგენტოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრის დასასრულს, სტუმარს რელიგიის სააგენტოს გამოცემები უსახსოვრეს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი