პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა.

შესაბამისი დადგენილება 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.

დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.

4 თებერვალს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება. 5 თებერვლიდან კომისია მუშაობას დაიწყებს.

“როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართება და რომელიც ასევე მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის ფორმატში. საკითხის გადაჭრის გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და მათი ჩართულობით ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიპოვით გზებს და ამ პრობლემას გადავჭრით", - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო