ჯაბა სამუშია განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ - იყო მწვავე შეკითხვები - საჭიროა დიალოგი გაგრძელდეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც 3 საათ-ნახევარს გაგრძელდა, თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ განათლების მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრა ხანგრძლივი და დაძაბული იყო. მისი თქმით, შეხვედრის განმავლობაში მწვავე შეკითხვები დაისვა ორი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით.

რექტორის ინფორმაციით, პარასკევს, 6 თებერვალს, დაგეგმილია ერთობლივი შეხვედრა განათლების მინისტრთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

“დაახლოებით, სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილესთან. რა თქმა უნდა, იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ორ ნაწილად გავყოფდი შეხვედრას. შევთანხმდით, რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება. ეს იყო, როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, მეორე - პოლიტიკური საკითხები, რომელსაც უკვე მინისტრი გასცემს პასუხს. გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს სტუ, ასევე თსუ ერთად შეხვდება განათლების მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს. შეხვედრაზე საუბარი გვექნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა დიალოგი გაგრძელდეს”,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი