ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ს რეაქციას ველით რუსეთის დარტყმებზე - თუ რუსების სიტყვა უკვე ტყდება, შემდეგ რას ველოდოთ?

აშშ-სგან ველით რეაქციას რუსეთის დარტყმებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას ველით რუსეთის დარტყმებზე.

ეს სწორედ ამერიკის წინადადება იყო: მოლაპარაკებებისა და ასეთი ცივი ამინდის პერიოდში შეწყვეტილიყო ენერგეტიკის წინააღმდეგ დარტყმები. პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან იყო თხოვნა.

ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას ბალისტიკის რეკორდით უპასუხა.

არასრული ოთხი დღე გავიდა კვირიდან, რომელსაც რუსეთს სთხოვდნენ. ეს სხვა დანარჩენზეც მეტყველებს, რაზეც რუსეთი დაპირებებს იძლევა ან რაზეც შეუძლია დაპირებების გაცემა. თუ მათი სიტყვა უკვე ახლა ტყდება, შემდეგ რას ველოდოთ?” - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი