კირ სტარმერი დონალდ ტრამპს - პუტინის თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ სისტემებზე, განსაკუთრებით უზნეო იყო

აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა, დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, მათ შორის ღამით ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმები.

„პუტინის სასტიკი თავდასხმები კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ სისტემებზე, განსაკუთრებით უზნეო იყო, რადგან ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსზე დაბალი იყო“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო