ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „კოხტა უბანი“ შენდება

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობას. ამჯერად, გლდანში, I მიკრორაიონში, ანგია ბოჭორიშვილის 37-ში კომპანია კოხტა უბანი ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

დეველოპერული კომპანია კოხტა უბანი სამშენებლო ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გამოირჩევა უნიკალური დიზაინის პროექტებით და მაღალი ხარისხის მშენებლობებით. კოხტა უბნის საქმიანობის სფერო მოიცავს როგორც მრავალბიანიანი და მრავალფუნქციური კომპლექსების, ისე ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.

ახალი საცხოვრებელი პროექტი მოსახერხებელი ლოკაციით გამოირჩევა, მდებარეობს ახმეტელის მეტროდან რამდენიმე წუთის სავალზე. აღნიშნული პროექტი უნიკალურია არქიტექტურით, ითვალისწინებს მოპირკეთებას ბუნებრივი ქვითა და მუქი მეტეხის აგურით. მნიშვნელოვანია, რომ შენობა აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებით, რაც ინფრასტრუქტურის პირობების დაცვას გულისხმობს. ბინების მინიმალური ფართი 47 კვ.მ.-დან იწყება. აღსანიშნავია, რომ კოხტა უბნის პროექტებით ლოკალური უბნები უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდება, შენობების საინტერესო კონცეფცია კი მომავალი მობინადრეებისთვის თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის.

პროექტი დასრულდება 2028 წელს და მომავალ მაცხოვრებელს ჩაბარდება თეთრი ან მწვანე კარკასის კონდიციაში.

ბაზისბანკი, კოხტა უბნის გლდანის I მიკრორაიონში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შესაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზობთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები