გია ვოლსკი - აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის - ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები ერთმანეთს იმეორებს

ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის - ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ “ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ კონკრეტულ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია.”

“რა თქმა უნდა, ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც. ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს. რასაკვირველია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ საკითხებზე საუბარი ჰქონდა. მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება მსოფლიო პროცესები. საჭიროა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტში იყოს განხილული. ჩვენ შანსი გვაქვს, რომ ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ კონკრეტულ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა.როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს