დიმიტრი პესკოვი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, სანამ კიევი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

„სანამ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთის პოზიცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცნობილია როგორც კიევისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის.

„ჩვენი პოზიცია (უკრაინასთან დაკავშირებით) ძალიან ნათელია. ეს კარგად ესმით როგორც კიევის რეჟიმს, ასევე ამერიკელ მომლაპარაკებლებს, რომლებიც კეთილ სამსახურს წევენ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების წარმოების კუთხით და რომელთა მიმართაც მადლიერები ვართ მათი ძალისხმევისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო