ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფასები შემცირდეს - მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, ვფიქრობ, ეს მიღწევადია

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები.

„ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენ გვაქვს დაანონსებული პროცესი, რომელიც, მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან ამ მიზნის მისაღწევად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები