ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მათივე ინფორმაციით, არსებული სივრცეები მოწესრიგდება და სრულად აღდგება მწვანე საფარი.

“ძველ ბულვარში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული აქვს.

სამუშაო პროცესი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და „ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფების ჩართულობით ხორციელდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული სივრცე მოწესრიგდება და სრულად აღდგება მწვანე საფარი.

უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ უწყებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო