ნინო წილოსანი - ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე „გამოაცხვეს“, კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო - ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!

უკვე დადასტურებულად, ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე „გამოაცხვეს“ - კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, „ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს“.

„სასურსათო პროდუქციის, საწვავის და მედიკამენტების ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაიწყო.

უკვე დადასტურებულად, ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე გამოაცხვეს - კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!

„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს. დასავლეთს, კაპიტალიზმს და ევროპულობას ამოფარებული ბოლშევიკური სლოგანები კი ძალიან კარგად ამხელს ამ აგენტურას.

დღეს კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა გამართა და ამით საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან საჯარო პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს“,- წერს წილოსანი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო