დონეცკში ბაზარსა და საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, რუსებმა ქალაქი კასეტური ბომბებით დაბომბეს. დარტყმა განხორციელდა ბაზარზე.

ფილაშკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

ფილაშკინის განცხადებით, რუსებმა დრუჟკივკაში ორი საჰაერო ბომბიც ჩამოაგდეს. დაზიანდა სამრეწველო ზონა, სამი მაღალსართულიანი შენობა და სამი კერძო სახლი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო