რუსტემ უმეროვი - აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა - მოლაპარაკებები 5 თებერვალს გაგრძელდება

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, შემდეგი შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

„აბუ-დაბიში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი დღეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდა.

ჩემთან ერთად უკრაინული დელეგაცია მოიცავდა კირილ ბუდანოვს, დავით არახამიას, სერგეი კისლიცას, ანდრეი გნატოვს, ვადიმ სკიბიცკისა და ალექსანდრ ბევზს.

შეერთებული შტატების მხრიდან კონსულტაციებს ესწრებოდნენ სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუენბაუმი, ისევე როგორც დანიელ დრისკოლი და გენერალი ალექს გრინკევიჩი. რუსული მხარე მაღალ სამხედრო დონეზე იყო წარმოდგენილი.

სამუშაო შინაარსიანი და პროდუქტიული იყო, ფოკუსირებული იყო კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ვამზადებთ ანგარიშს”, - წერს უმეროვი.

ცნობისთვის, აქამდე უმეროვის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება ხუთშაბათს, 5 თებერვალს, იგეგმება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები