ვახტანგ ძაბირაძე - „ოცნება“ გვამხიარულებს ბრწყინვალე იდეებით, საკანონმდებლო ბაზა მზად არის დიქტატურის დასამყარებლად - რაც შეეხება ოპოზიციას, ან ფეხით უნდა მიხვიდე ამომრჩეველთან ან მედიით, თუ არცერთს აკეთებ, გექნება ის მხარდაჭერა, რაც გაქვს

„ქართული ოცნება“ გვამხიარულებს ახალ-ახალი ბრწყინვალე იდეებით კანონებთან მიმართებით. საკანონმდებლო ბაზა ფაქტობრივად მზად არის დიქტატურის დასამყარებლად, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბოლო პერიოდში მიღებულ და დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებასაც, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.

ძაბირაძე აცხადებს, რომ კობახიძე და პაპუაშვილი ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ ამ კანონს მიიღებენ და „ყველა მუხლებზე დაეცემა და დაიწყებს ლოცვას მათზე“.

„საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა და მმართველმა ძალამ მიიტაცა ხელისუფლება. კობახიძეს და პაპუაშვილს თუ ჰგონია, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, ყველა მუხლებზე დაეცემა და დაიწყებს ლოცვას მათზე, ძალიან ცდება. მთელი წელია ვიმყოფებით კანონმდებლობის კარუსელში. ყველაფერს ცდილობენ, რომ როგორმე პროტესტი ჩაახშონ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული სატელევიზიო დებატების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო საშუალება, რომელიც ოპოზიციას შეეძლო ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის გამოეყენებინა.

„რაც ვნახეთ, ის დებატები არ იყო, მაგრამ იყო საშუალება იმისა, რომ მიხვიდე იმ ტელევიზიაში, რომელსაც შენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უყურებს და შენი პოზიცია დააფიქსირო და გააგებინო მის ამომრჩეველს. ორი მეთოდია: ან ფეხით უნდა მიხვიდე ამომრჩეველთან, რასაც ოპოზიცია არ აკეთებს, ან მედიის საშუალებით. თუ არცერთს არ აკეთებ, მაშინ გექნება ის მხარდაჭერა, რაც გაქვს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო