ტატა ხვედელიანი - უნივერსიტეტების გაერთიანების მიზანია კორუფციული დაინტერესება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიციების გამყარება - უნდათ, ნაკადი, რაც სტუ-ში მიდიოდა, ქუთაისში გადავიდეს

რეფორმა და საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჩვენი ოპონირების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მაინც მიიღეს, სამი მიზნის მატარებელია - მათ შორის, ამ კანონპროექტით ისინი გზას უხსნიან საკუთარ თავს, რომ ნებისმიერ უნივერსიტეტში ნებისმიერი ცვლილება აკადემიური საბჭოების და სტუდენტების გვერდის ავლით განახორციელონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” მიზანია, რომ სტუდენტთა ნაკადი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მიდიოდა, ქუთაისის უნივერსიტეტში გადავიდეს.

ამასთან ხვედელიანის განცხადებით, მმართველ გუნდს ის შენობები და მიწები აინტერესებს, რომელიც ამ უმაღლეს სასწავლებლებშია.

„აქაც ჩანს, როგორ იტყუება „ოცნება”, რადგან წინასაარჩევნოდ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ამ უნივერსიტეტის განვითარებას და აღმშენებლობას დაჰპირდნენ. თვეების შემდეგ კი ვხედავთ, საკუთარი განცხადებით აუქმებენ ასწლოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უამრავი ინჟინერი, ტექნიკოსი და დარგის სპეციალისტი გაუზარდა. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და რექტორმა ეს ყველაფერი გაიგეს სატელევიზიო ეთერიდან, სადაც „ნაცების” ციხეების უფროსი, [გივი] მიქანაძე მათ ტელევიზიიდან ეუბნება ამის შესახებ.

რაც შეეხება რეფორმას და საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ჩვენი ოპონირების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მაინც მიიღეს, ეს რეფორმა სამი მიზნის მატარებელია: პირველი - კორუფციული დაინტერესება, აინტერესებთ შენობები და მიწები, რომელიც ამ უმაღლეს სასწავლებლებშია. მეორე - აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა. ამ კანონპროექტით ისინი გზას უხსნიან საკუთარ თავს, რომ ნებისმიერ უნივერსიტეტში ნებისმიერი ცვლილება აკადემიური საბჭოების და სტუდენტების გვერდის ავლით განახორციელონ.

მესამე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიციების გამყარება. ამ უნივერსიტეტში კვოტებს ვერ ავსებენ და უნდათ, რომ ნაკადი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მიდიოდა, გადავიდეს ქუთაისის უნივერსიტეტში, რომელსაც ურგებენ მთელ საკანონმდებლო ბაზას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილის 4-5 წლიანი გამოცდილების უნივერსიტეტი ფეხზე დადგეს და მისგან ღირსეული უნივერსიტეტი შეიქმნას, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ასწლოვანი უნივერსიტეტის ფონზე ეს ღიმილისმომგვრელია”, - აღნიშნა ხვედელიანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა