რუსეთმა მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

რუსეთმა მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეში, გერმანიის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით რუსი დიპლომატის გაძევებაზე საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენს.

„გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გადაეცა ნოტა, რომლითაც მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, 22 იანვარს გერმანიამ ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშის მოადგილე გააძევა. ბერლინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი მანამდე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ქალთან თანამშრომლობდა, რომელიც უკრაინისთვის განკუთვნილი დრონების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო