სტივ უიტკოფი - რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი მსგავსი გაცვლა იქნება. აღნიშნული შედეგი დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვეობით იქნა მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ უწყვეტი დიპლომატიური ჩართულობა რეალურ შედეგებს იძლევა და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს უწყობს“, - წერს უიტკოფი X-ზე.

მისი თქმით, „დისკუსიები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“.

„მადლობას ვუხდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მასპინძლობისთვის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ლიდერობისთვის, რამაც ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა“, - აცხადებს უიტკოფი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები