დავით გურგენიძე - მე მინისტრს როგორც ვესაუბრე, მზად არის მოისმინოს როგორც თსუ-ს, ისე სტუ-ს აზრი, შემდეგ კი შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

როგორც დავით გურგენიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ზვიად გაბისონიას სულ სხვა პოზიცია და აზრი ჰქონდა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან.

„მე არ ვიცი, რომ [გადაწყვეტილება] არ ექვემდებარება კორექციას. მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ის ელოდება შენიშვნებს და აზრებს კონცეფციასთან, საუბარს აკადემიურ წრეებთან, შემდეგ მივიღებთ ყველა ერთად გადაწყვეტილებას.

ჩემო ძვირფასო, ახალგაზრდებო, ჩვენთან, მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას სულ სხვა პოზიცია და სხვა აზრი ჰქონდა. მან აკადემიურ წრეს, პროფესორებს შესთავაზა სამი ვარიანტი განსახილველად. ჩემს კოლეგებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, ის განიხილავს და შევჯერდებით. მე მინისტრს როგორც ვესაუბრე, მზად არის მოისმინოს როგორც თსუ-ს, ისე სტუ-ს აზრი, შემდეგ კი შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერს“,- აღნიშნავს გურგენიძე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო