დიმიტრი პესკოვი - მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი დაგეგმილი არ არის

მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმდინარე კვირის განრიგში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბარი დაგეგმილი არ არის.

ასევე, პესკოვი ემანუელ მაკრონის მრჩევლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„როგორც ვიცით, ელისეის სასახლემ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. სოლიდარობის ნიშნად, ამას არც ჩვენ დავადასტურებთ და არც უარვყოფთ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, გამოცემა Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონემ კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან იური უშაკოვთან მოლაპარაკებები გამართა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო