აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამმხრივ ფორმატში გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

„ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი მსგავსი გაცვლა იქნება. აღნიშნული შედეგი დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვეობით იქნა მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ უწყვეტი დიპლომატიური ჩართულობა რეალურ შედეგებს იძლევა და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს უწყობს“, - დაწერა უიტკოფმა X-ზე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო