გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - თხინვალაში, ლისზე, მსხალდიდში და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, მამადაანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩარდახი, წეროვანი, გოროვანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზოტიკიანთკარი, ციხისძირი, ჟინვალი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში; 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, საგურამო, ახატანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026