სერგეი ლავროვი - სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს

სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დისკუსიები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო სომხეთისთვის, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე გადასვლა. ჩვენ ამას ვაკვირდებით, მაგრამ თქვენი პოზიციის შესახებ თქვენ იცით. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსული მხარე „ელის, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში 2015 წელს გაწევრიანების შემდეგ მიღწეულ შედეგებს გაითვალისწინებს“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო