აშშ და რუსეთი სამხედროებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი სამხედროებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციის არხი 2021 წლის შემოდგომაზე შეწყდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.

დიალოგის აღდგენაზე შეთანხმება აბუ-დაბიში შეხვედრას მოყვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ალექს გრინკევიჩი და სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთიდან და უკრაინიდან.

“სამხედროებს შორის დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობაში, რომლის მიღწევაც მხოლოდ ძალით შეიძლება, და საშუალებებს გვაძლევს გამჭვირვალობისა და დეესკალაციის გაზრდისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო