გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა

გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა. როგორც Ambebi.ge-ს წყარო უყვება, ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ, რის გამოც კონფლიქტი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ამ დროს მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო