ფრიდრიხ მერცი - მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს აგრესია და ბირთვული პროგრამა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს აგრესია და ბირთვული პროგრამა და თავი შეიკავოს კატარის, იორდანიისა და ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მუქარისგან.

„კატართან ერთად ღრმად შეშფოთებულები ვართ თეირანში არსებული ვითარებით. მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, შეწყვიტოს აგრესია და ბირთვული პროგრამა და უპირველეს ყოვლისა, თავი შეიკავოს სამხედრო მუქარისგან ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა კატარი, იორდანია და ისრაელი“, - წერს მერცი სოციალურ ქსლეში.

ცნობისთვის, მერცმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში სამდღიანი ტურნე დაიწყო. გუშინ დოჰაში ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ბოლო წლებთან შედარებით უფრო ინტენსიურად იმუშავებს სპარსეთის ყურის რეგიონში პარტნიორებთან შეიარაღების სფეროში თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, გერმანიას სურს, კატარიდან მეტი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელოს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026