რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით დაარტყეს - მოზარდი დაშავდა, 12 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაშავდა, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და 12 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა რეგიონულ ცენტრს დრონებით შეუტიეს, კერძო სახლები დააზიანეს. 14 წლის ბიჭი დაშავდა. მას ყველა საჭირო დახმარება გაეწია. 12 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, სარემონტო ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობას მაშინვე დაიწყებენ, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.

ფედოროვის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში დრონის დარტყმის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026