IM Motors-ის ახალი მოდელები უკვე საქართველოშია - E-Motors Georgia მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს

IM Motors ჩინეთის ავტობაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ბრენდი სამი გიგანტის – ქვეყნის უმსხვილესი ავტომწარმოებლის SAIC-ის, ჩინეთის სილიკონის ველად წოდებული Zhangjiang Hi-Tech-ისა და ტექნოლოგიური ლიდერის, Alibaba Group-ის თანამშრომლობით შეიქმნა. მათი გაერთიანების მიზანი ისეთი ავტომობილების წარმოება იყო, რომლებიც ტექნოლოგიურად უპირატესი და უსაფრთხო იქნებოდა.

ავტომობილების შექმნისა და დახვეწის პროცესში სხვა ცნობილი კომპანიებიც მონაწილეობენ. მაგალითად, Bosch-ი, Continental-ი და CATL-ი პასუხისმგებლები იყვნენ ტექნიკურ მხარეზე, სავალი ნაწილის გამართვაში კი F1-ის გუნდი, Williams-ი მონაწილეობდა.

ამ კომპანიების ერთობლიობით შექმნილი თანამედროვე ელექტრომობილები უკვე საქართველოშია. E-Motors Georgia, როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, მომხმარებელს IM Motors-ის ახალ სამოდელო ხაზს სთავაზობს.

IM5 ხელმისაწვდომია სამი კომპლექტაციით. RWD 75 kWh ვერსიის სიმძლავრე 291 ცხ.ძ-ს, ხოლო მაბრუნი მომენტი 450 ნმ-ს შეადგენს. მასში დამონტაჟებულია 75 კვტ.სთ ტევადობის ელემენტი, რომელიც ერთი სრული დამუხტვით 490 კილომეტრს ფარავს (WLTP ევროპული სტანდარტით). ამ მოდელის ღირებულება 42 000 $-ია.

RWD 100 kWh ვერსიის სიმძლავრე არის 402 ცხ.ძ, მაბრუნი მომენტი კი – 500 ნმ. 100 კვტ.სთ-იანი ელემენტით ის 710 კილომეტრს ფარავს (WLTP ევროპული სტანდარტით) და მისი ფასი 45 000 $-ს შეადგენს. რაც შეეხება AWD 100 kWh ვერსიას, მისი მაქსიმალური სიმძლავრე 767 ცხ.ძ-ს შეადგენს, მაბრუნი მომენტი კი – 802 ნმ. ეს მოდელი ერთი დამუხტვით 615 კილომეტრს გადის (WLTP ევროპული სტანდარტით) და მისი ღირებულება 49 000 $-ია.

IM6 ასევე სამ სხვადასხვა კომპლექტაციაშია წარმოდგენილი. RWD 75 kWh ვერსიას 295 ცხ.ძ. სიმძლავრე და 450 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს. 75 კვტ.სთ ტევადობის ელემენტით ავტომობილი 450 კილომეტრს გადის (WLTP ევროპული სტანდარტით) და მისი შეძენა 43 000 $-ად არის შესაძლებელი.

RWD 100 kWh მოდელის სიმძლავრეა 407 ცხ.ძ., მაბრუნი მომენტი – 500 ნმ. 100 კვტ.სთ-იანი ელემენტით ის 555 კილომეტრს ფარავს (WLTP ევროპული სტანდარტით) და მისი ფასი 49 000 $-ია. AWD 100 kWh ვერსიას კი 767 ცხ.ძ. სიმძლავრე და 802 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს. ერთი დამუხტვით 505 კილომეტრის გავლა შეუძლია (WLTP ევროპული სტანდარტით) და მისი ღირებულება 50 000 $-ია.

ბრენდის კიდევ ერთი გამორჩეული მოდელია IM LS7, რომელიც E-Motors Georgia-ს შოურუმში ამ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობითაა დარჩენილი. LS7 აღჭურვილია 100 კვტ.სთ ტევადობის ელემენტითა და AWD სისტემით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 578 ცხ.ძ.-ს შეადგენს. ამ მოდელის შეძენა, რომელიც ერთი სრული დამუხტვით 625 კილომეტრს ფარავს, 51 800 $-ად არის შესაძლებელი.

მართვის თანამედროვე სისტემები და უსაფრთხოების მაღალი დონე ერთ ავტომობილში

IM5 და IM6 მოდელებში ინტეგრირებულია უკანა თვლების მოხვევის ფუნქცია. მართვის ეს სისტემა თვლებს 12 გრადუსით ატრიალებს, რაც 4.99 მეტრამდე ამცირებს მობრუნების რადიუსს. ეს ტექნიკური მახასიათებელი ავტომობილის მანევრირებასა და პარკირებას ამარტივებს.

უსაფრთხო დამუხრუჭებისთვის Continental-ის ოთხდგუშიანი სამუხრუჭე მექანიზმია გამოყენებული. რაც შეეხება სრულამძრავ მოდიფიკაციებს, მათ კომპლექტაციაში პნევმატური დაკიდების სისტემა შედის. ის ავტომატურად რეაგირებს გზის საფარის ცვლილებაზე და მგზავრობისას დისკომფორტს ამცირებს.

ავტომობილის მართვისა და გართობის ფუნქციები ორ ციფრულ პანელზეა გადანაწილებული. ცენტრალურ ნაწილში 26.3-დუიმიანი ეკრანია მოთავსებული, ხოლო სავარძლებს შორის არსებული 10.5-დუიმიანი მონიტორით სხვადასხვა პარამეტრის კონტროლია შესაძლებელი. სალონში ხმის მაღალ ხარისხს 20 დინამიკისგან შემდგარი აუდიო სისტემა ქმნის.

წინა სავარძლები აღჭურვილია გათბობა-გაგრილებისა და ელექტრონული რეგულირების მექანიზმით. მგზავრებისთვის ავტომობილს აქვს პანორამული ჭერი, რომლის შუქგამტარობაც გარემო პირობების მიხედვით იცვლება და მზის სინათლისგან თავის დაცვას აადვილებს.

Euro NCAP-ის ტესტირების შედეგად, IM Motors-ის მოდელებმა უმაღლესი, 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. IM5-ის შემთხვევაში ზრდასრული მგზავრების დაცვის მაჩვენებელი 89%-ია, ხოლო IM6-ის შემთხვევაში – 90%. ქვეითთა უსაფრთხოება მოდელების მიხედვით 83-დან 85%-მდე მერყეობს. ავტომობილებში დამონტაჟებული გარშემო ხედვის კამერები და სენსორები მძღოლს რეალურ დროში აწვდიან ინფორმაციას გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

E-Motors Georgia, როგორც ოფიციალური წარმომადგენელი, ამ მოდელებზე ვრცელ საგარანტიო პირობებს გასცემს. გარანტია მოქმედებს 6 წლის ან 190 000 კილომეტრის განმავლობაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ განახლებულ მულტიბრენდულ შოურუმს (თბილისი, ა. ბელიაშვილის 131), გაიარონ ტესტ-დრაივი და მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც ავტომობილების, ისე სერვისისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა